ცოცხალი ლეგენდები - საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 1296 ვეტერანია

© photo: Sputnik / Levan Avlabreliომის ვეტერანი
ომის ვეტერანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ვეტერანები სამედიცინო–სარეაბილიტაციო პროგრამით სარგებლობენ, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით კი ერთჯერადად 1000 ლარს იღებენ.

თბილისი, 6 მაისი– Sputnik. საქართველოში, დღევანდელი მდგომარეობით, მეორე მსოფლიო ომის 1296 ვეტერანი ცხოვრობს.

მათგან 391 — პირველი ჯგუფის, 273 — მეორე და 90 — მესამე ჯგუფის ინვალიდია, იუწყება ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახური.

ყველა ვეტერანისთვის მოქმედებს ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალური პაკეტი. ვეტერანებს შეუძლიათ ისარგებლონ სარეაბილიტაციო პროგრამითაც, რომელიც მკურნალობის კურსის ბალნეოლოგიურ კურორტებზე ჩატარებას, მასაჟებსა და სხვა გამაჯანსაღებელ პროცედურებს ითვალისწინებს.

თბილისი - Sputnik საქართველო
მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანს 100 წელი შეუსრულდა

თბილისში მცხოვრები ვეტერანები საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობენ. გარდა ამისა, საქართველოში ყველა ვეტერანი კომუნალურ გადასახადებზე 44 ლარის ფარგლებში სუბსიდიას იღებს.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ყოველთვიური პენსია ნამსახურებისა და წოდების მიხედვით განისაზღვრება.

მინიმალური პენსია 190 ლარი, მაქსიმალური კი 560 ლარია. ვეტერანები, რომლებმაც ომის პერიოდი სამხედრო წოდების გარეშე დაასრულეს, 160 ლარის ოდენობის პენსიას იღებენ.

2015 წლიდან ხელისუფლება 9 მაისის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვეტერანებს ერთჯერადად 1000 ლარს გადასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0