თბილისი, 15 სქტემბერი — Sputnik. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს ნიკოლოზ ფოფხაძეს 15 სექტემბერს 100 წელი შეუსრულდა, იუწყება ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახური სამშაბათს, 15 სექტემბერს.
ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა და ვაკის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ჭილაიამ ვეტერანს იუბილე პირადად მიულოცეს და ელექტროღუმელი, მაცივარი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ფულადი დახმარება გადასცეს.
მეორე მსოფლიო ომის პირველივე დღეებში საქართველოდან ფრონტზე 100 ათასი ადამიანი წავიდა, მათ შორის რამდენიმე ათასი ქალი. 1942 წლის გაზაფხულზე კი ამ რიცხვმა 350 ათასზე მეტი შეადგინა. ომის შემდგომ ეტაპებზეც საქართველოდან მრავალი ადამიანი იქნა გაწვეული.