საქართველოს პრემიერი: ემიგრანტებს ყოველთვის ველოდებით

© photo: Sputnikქართული დიასპორა ლონდონში
ქართული დიასპორა ლონდონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაური ლონდონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მათ ყოველთვის ელოდება სამშობლოში.

მეტეხის ხიდი - Sputnik საქართველო
ქართულ დიასპორას სამშობლოსთვის გამოცდილების გაზიარებას სთავაზობენ

შეხვედრა მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართა, სადაც ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო პარაკლისი გაიმართა.

„საქართველო ყოველთვის გელოდებათ, თუმცა მე არ გეტყვით, რომ ყველა თქვენგანი დაბრუნებულიყოს, არ ვიცი, ეს რამდენად სწორი იქნებოდა. ბევრი თქვენგანი შეიძლება აქ ცხოვრობდეს, მაგრამ არანაკლებს აკეთებდეს თავისი ქვეყნისთვის. გვიყვარხართ ძალიან და ყოველთვის გელოდებით“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიზნესმენ თამაზ სომხიშვილს, რომელმაც ტაძრის შენობა შეისყიდა და საქართველოს საპატრიარქოს გადასცა. ეს დიდი საჩუქარია საქართველოსთვის, აღნიშნა პრემიერმა.

არაოფიციალური მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში 15 ათასი ქართველი ცხოვრობს, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზიას“ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომელმა თენგიზ მამალაძემ.

გიორგი კვირიკაშვილი ლონდონში 11 მაისს გაემგზავრა. ის ანტიკორუფციულ სამიტში მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0