შორენა ბეგაშვილის ქალიშვილს ოპერაციას თურქეთში გაუკეთებენ

© photo : Owegoo.comანკარა
ანკარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევა ბარბაქაძე უკვე თურქეთშია, სადაც მას განმეორებითი ოპერაცია გაუკეთდება ხერხემალსა და ფეხზე.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ტელეწამყვანისა და მსახიობის, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე გუშინ თურქეთის ერთ–ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ხერხემალსა და ფეხზე განმეორებითი ოპერაცია ჩაუტარდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

14 წლის ევას ჯანმრთელობის მდგომარეობა ორიოდე დღის წინ მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ევას ტრანსპორტირებაში ჯანდაცვის სამინისტრო დაგვეხმარა. უწყება იმ კლინიკის ანგარიშზე, რომელშიც ევას ოპერაციას გაუკეთებენ, 10 ათას დოლარს გადარიცხავს“, — განუცხადა სააგენტოს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

იაშვილის კლინიკა - Sputnik საქართველო
შორენა ბეგაშვილის შვილს მეორე ოპერაცია ჩაუტარდა

ოჯახს გოგონას მკურნალობისთვის საკმარისი თანხა არ გააჩნია. შორენა ბეგაშვილის სახელზე ამ დროისთვის სპეციალური ანგარიშია გახსნილი „ბანკ რესპუბლიკაში“, რომელზე თანხის ჩარიცხვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„ჩემო საყვარელო ხალხო, მადლობა გვერდში დგომისთვის. ჩვენ მოვაგროვეთ რაღაც ნაწილი თანხის და ოპერაციის პირველადი შენატანი გვაქვს. მადლობა ავიაკომპანია "ატლასგლობალს", რომელმაც ევას სპეციალიზირებული გადაყვანა უზრუნველყო. ჩვენ წავედით და ვეცდები იქიდან ინფორმაცია სულ მოგაწოდოთ. მიყვარხართ და მადლობა“, — დაწერა შორენა ბეგაშვილმა საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0