თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ექიმებმა მოდელის, მსახიობისა და ტეეწამყვანის შორენა ბეგაშვილის ქალიშვილს მეორე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარეს, ოპერაცია ოთხი საათი მიმდინარეობდა, განაცხადა თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პრეს-სამსახურმა.
ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე 26 მარტს საღამოს საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. მოზარდს დაზიანებული აქვს ხერხემალი, აქვს მრავლობითი მოტეხილობები და დაზიანებები.
ამჟამად გოგონა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფება.
მანამდე ბარბაქაძეს ნეიროქირურგებისა და ტრავმატოლოგების ჯგუფმა ხერხემალზე ცხრასაათიანი ოპერაცია გაუკეთა.
საქართველოს შსს-მ აღძრა საქმე მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა“, რაც თავისუფლების ხუთ წლამდე შეზღუდვით ან ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით ისჯება.