თბილისში საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 2016 გაიმართება

© photo: SputnikCaucasus Build
Caucasus Build - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენის სტუმრებს მშენებლობისა და რემონტისთვის აუცილებელი პროდუქციის ფართო სპექტრის ნახვის საშუალება ექნებათ.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. თბილისის საგამოფენო დარბაზ „ექსპოჯორჯიაში“ 18-21 მაისს კავკასიის რეგიონში ყველაზე პრესტიჟული სამშენებლო ღონისძიება — მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 2016 გაიმართება.

წინასწარი ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 150-ზე მეტი კომპანია 14 ქვეყნიდან — საქართველო, რუსეთი, ბელარუსი, პოლონეთი, თურქეთი, გერმანია, იტალია, უკრაინა, აზერბაიჯანი, ფინეთი, ირანი, ჩინეთი, სომხეთი და ირლანდია.

Axis Towers–ის პროექტი - Sputnik საქართველო
თბილისში ტყუპი ცათამბჯენების მშენებლობა განახლდა

გამოფენაზე წარმოდგენილი ძირითადი მიმართულებებია: მშენებლობა და სამშენებლო მასალები; მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა; არქიტექტურა და დაპროექტება; ელექტრონული და მექანიკური სისტემები;

დეკორი და ინტერიერი; კონდიცირებისა და გაციების სისტემები, ლანდშაფტის დიზაინი, იუწყებიან ორგანიზატორები.

კომპანიების წარმომადგენლები მომხმარებელს სამშენებლო მასალების, აბაზანების, აუზების, სანტექნიკის, გათბობისა და კონდიცირების სისტემების, განათების, ელექტრომოწყობილობებისა და მრავალი სხვა საშუალების ფართო სპექტრს შესთავაზებენ.

გამოფენის პარალელურად კომპანიები პრეზენტაციებს გამართავენ.

Caucasus Build 2015-ში 21 ქვეყნის 200-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენის ორგანიზატორია „ექსპოჯორჯია“. პარტნიორები არიან: Tuyap Fairs and Exhibitions Organization Inc. — თურქეთი, ITA — იტალიის ვაჭრობის სააგენტო, ასევე საქართველოში პოლონეთის საელჩო.

ყველა ახალი ამბავი
0