თბილისში ტყუპი ცათამბჯენების მშენებლობა განახლდა

© courtesy of AxisAxis Towers–ის პროექტი
Axis Towers–ის პროექტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მრავალფუნქციური კომპლექსი ორი 41–სართულიანი ცათამბჯენისგან შედგება, ერთი მინის იქნება, მეორე – ქვის. „აქსის თაუერსი“ თბილისში ყველაზე მაღალი – 147 მეტრი სიმაღლის შენობა იქნება.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში „თანაინვესტირების ფონდის“ ხელშეწყობით „აქსის თაუერსის“ პროექტი განახლდა, რომელიც შვიდი წელი შეჩერებული იყო, განაცხადეს საქართველოს პრემიერის პრეს–სამსახურში.

პროექტის განხორციელებაში „საქართველოს თანაინვესტირების ფონდი" და კომპანია „აქსისი" თანაბარი წილებით მონაწილეობენ. მისი ჯამური ღირებულება 83 მილიონი დოლარია.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „აქსის თაუერსის“ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ კომპანია „აქსისი“ და „თანაინვესტირების ფონდი“, რომელიც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, წარმატებით თანამშრომლობენ. მან იმედი გამოთქვა, რომ პროექტი „აქსის თაუერსი“, რომლის მშენებლობაც 2017 წელს დასრულდება, ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

Hotels & Preference Hualing Tbilisi - Sputnik საქართველო
თბილისში სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi გაიხსნა

„აქსის თაუერსი“ მთლიანად ქართული პროექტია, მას ქართველი სპეციალისტები ახორციელებენ, ხოლო საერთაშორისო დონის ექსპერტები აქტიურად მონაწილეობენ, აღნიშნა საქართველოს პრემიერმა. 

„მისასალმებელია, რომ პროექტში მონაწილეობს მსოფლიოს ლიდერი ბრიტანული საინჟინრო კომპანია „არუპი". დარწმუნებული ვარ, რომ "აქსის თაუერსის" სახით თბილისს შეემატება უნიკალური კომპლექსი. ჩვენ ველოდებით, რომ ეს კომპლექსი ხელს შეუწყობს დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოტანას საქართველოს ეკონომიკაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მრავალფუნქციური კომპლექსი ორი 41–სართულიანი ცათამბჯენისგან შედგება, ერთი მინის იქნება, მეორე – ქვის. „აქსის თაუერსი“ თბილისში ყველაზე მაღალი – 147 მეტრი სიმაღლის შენობა იქნება. მისი საერთო ფართობი 94 კვ/მ იქნება. პროექტი ითვალისწინებს 500 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობას. 

"აქსის თაუერსის" შუშის კოშკში განთავსდება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელსაც ოპერირებას გაუწევს Accor ჯგუფში შემავალი მაღალი კლასის ფრანგული საერთაშორისო ბრენდი Pullman. შესაბამის ხელშეკრულებას Accor ჯგუფსა და "აქსის თაუერსს" შორის პრეზენტაციაზე მოეწერა ხელი. ამავე კოშკში იფუნქციონირებს A-კლასის ბიზნეს ცენტრი, 15 ათასი კვ. მ. საოფისე ფართით. "ქვის კოშკში“ განთავსდება 15 ათასი კვ/მ ფართის საცხოვრებელი ბინები.

 


ყველა ახალი ამბავი
0