თბილისში სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi გაიხსნა

გამოწერა
საქართველოს პრემიერმა ჩინური კომპანიის მიერ განხორციელებული ყველაზე მასშტაბური სამშენებლო პროექტები დაასახელა, მათ შორის, თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში საერთაშორისო ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi გაიხსნა, იუწყება მთავრობის პრეს–სამსახური.

სასტუმროში, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიის მიმდებარედ აშენდა, 246 ნომერი, რეკრეაციული ცენტრი შიდა საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზებით და საქართველოში ყველაზე დიდი 800 მ2 ფართის საკონფერენციო დარბაზია განთავსებული.

ჩინეთი - Sputnik საქართველო
ლევან კალანდაძე: „ჩინური ინვესტიციები საქართველოსთვის სასარგებლო იქნება“

სასტუმროს მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. პროექტის განხორციელებაში 73 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო და მშენებლობაზე დაახლოებით 300 ადამიანია დასაქმებული.

სასტუმროს გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა, რომელმაც კომპანია „ჰუალინგ ჯგუფს“ პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა.

„დასრულდა კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ჩინურმა კომპანიამ — „ჰუალინგ ჯგუფმა" ჩვენს ქვეყანაში განახორციელა. კომპანია "ჰუალინგი" ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს საქართველოში. როგორც უკვე აღვნიშნე, 500 მილიონი დოლარის ინვესტიციებს დებს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში 100-მდე ახალი სასტუმრო გაიხსნა

საქართველოს პრემიერმა ჩინური კომპანიის მიერ განხორციელებული ყველაზე მასშტაბური სამშენებლო პროექტები დაასახელა, მათ შორის, თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით. "ჰუალინგ ჯგუფს" ეკუთვნის აგრეთვე ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი სავაჭრო კომპლექსი — თბილისის ზღვის პლაზა.

"ჰუალინგი" ახორციელებს პროექტებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ქუთაისში, სადაც არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და უკვე ათამდე საწარმო ფუნქციონირებს, აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 


ყველა ახალი ამბავი
0