მეჭიაურის ბედი „ქართულ ოცნებაში“ 14 მაისის შემდეგ გადაწყდება

© Facebook / courtesy of Tamaz Mechiauriთამაზ მეჭიაური
თამაზ მეჭიაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან თამაზ მეჭიაურმა თავისი გუნდის დატოვების მზადყოფნის შესახებ განაცხადა. მისი განცხადებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ ბევრმა კოლეგამ, ასევე მთავრობის მეთაურმა გააკრიტიკა.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თამაზ მეჭიაური საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 14 მაისს დაგეგმილი პარტიის ყრილობის შემდეგ მიიღებს.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: არჩეულ კურსს „ქართულ ოცნებაში“ მოწინააღმდეგეები არ ეყოლება

მეჭიაურმა არაერთხელ გააკრიტიკა პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვას უჭერენ მხარს. მისი განცხადებით, საქართველომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა მოაგვაროს.

„ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარი მქონდა და ეს საკითხები ყრილობის შემდეგ გადავდეთ. ის იმ პოზიციაზეა, რაზეც ბატონი გიორგი კვირიკაშვილი. კიდევ ერთხელ ავუხსნი ჩემს პოზიციებს, ისიც, ალბათ, იმავეს დაადასტურებს, რომ ევროატლანტიკურ არჩევანს პერსპექტივა აქვს“, — განაცხადა მეჭიაურმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

უფრო ადრე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თუ მას პარტიის ახალ ლიდერად აირჩევენ, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებით რაიმე ეჭვი აქვთ.

რაც შეეხება ქვეყნის ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, ოპოზიცია მას საქართველოს არაფორმალურ მმართველს უწოდებს.

ყველა ახალი ამბავი
0