EBRD-მ 2016 წლისთვის მშპ-ის ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის გააუმჯობესა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი, მტკვრის სანაპირო
ძველი თბილისი, მტკვრის სანაპირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში სიტუაციის გაუარესების მიუხედავად, EBRD-მ გააუმჯობესა მშპ-ის ზრდის პროგნოზი ტურიზმიდან მოსალოდნელ შემოსავლებზე დაყრდნობით.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2016 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა 3,4%-მდე, ნათქვამია ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კვლევაში „რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივები“. 

2015 წლის ნოემბერში გაკეთებული წინა პროგნოზის თანახმად, EBRD თვლიდა, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 2,6% იქნებოდა. 

2017 წელს ეკონომიკური ზრდა საქართველოში გაგრძელდება და 3,9%-ს მიაღწევს, რასაც ხელს შეუწყობს ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ DCFTA ხელშეკრულების ამოქმედება, ნათქვამია კვლევაში. 

იმ დროს, როცა საგარეო გარემო რთული რჩება, მათ შორის შემცირებულია ფულადი გადარიცხვები და ექსპორტი, რუსეთში მიმდინარე რეცესიისა და საქართველოს რეგიონულ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში სიტუაციის გაუარესების გათვალისწინებით, საქართველო ელოდება შემოსავლების ზრდას კარგი ტურისტული სეზონიდან, ნათქვამია დოკუმენტში. 

გერგეთი - Sputnik საქართველო
The Telegraph–მა საქართველო განვითარებადი ტურიზმის ქვეყნების ტოპ–ათეულში შეიყვანა

„წარმოების სტაბილიზაცია უკრაინაში, ხოლო სომხეთსა და საქართველოში ზრდა აზერბაიჯანისა და ბელორუსის ზრდის ნეგატიური პროგნოზების კომპენსირებას მოახდენს“, — ნათქვამია EBRD-ს დოკუმენტში. 

იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოში კვლავ იზრდება ნდობა ეროვნული ვალუტისა და ეროვნული ბანკის პოლიტიკისადმი.

აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2016 და 2017 წლებისთვის, შესაბამისად, 2,5% და 4,5%-მდე დასწია. საქართველოს მთავრობა, თავის მხრივ, ეკონომიკურ ზრდას მიმდინარე წელს 3%-ის დონეზე პროგნოზირებს. 


ყველა ახალი ამბავი
0