კვირიკაშვილი ლონდონის ანტიკორუფციულ სამიტში მონაწილეობს

გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლონდონში უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლონდონის ანტიკორუფციულ სამიტში იღებს მონაწილეობას. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 40-მდე ქვეყნის ლიდერი ესწრება.  

ფილიპ ჰამონდი და დავით ჯალაღანია - Sputnik საქართველო
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო რეგიონში წარმატების მაგალითია

გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის თავდაცვის მინისტრს მაიკლ ფალონსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ფილიპ ჰამონდს შეხვდება. ამას გარდა დაგეგმილია შეხვედრა British Petrolium-ის აღმასრულებელ დირექტორ ბობ დადლისთან, იუწყება მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახური

ვიზიტისას კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა ბიზნეს-ფორუმზე Georgia Investor Day და ქართულ დიასპორასაც შეხვდება. 

კვირიკაშვილის ვიზიტი 13 მაისს დასრულდება. 

ანტიკორუფციული სამიტზე იმ აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა იგეგმება, რომლებიც საერთაშორისო ანტიკორუფციული თანამშრომლობის დღის წესრიგში დგას, მათ შორისაა მოტაცებული აქტივების დაბრუნების, ბენეფიციარული მფლობელობის, სახელმწიფო შესყიდვებისა და ფინანსური გამჭვირვალობის პრობლემები.  


ყველა ახალი ამბავი
0