ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება

CC BY 2.0 / David Goehring / Furiously Factoringეროვნული გამოცდები
ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში საკმარისზე მეტია, მაგრამ ჩარიცხვა მაინც მარტივი არ იქნება. აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწევთ.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება, აღნიშნულია გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის რეგისტრაცია 41,5 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში კი 44 ათასი ადგილია.

იმისთვის, რომ აბიტურიენტი სტუდენტი გახდეს, აუცილებელია სამი სავალდებულო საგნის — ზოგადი უნარების, ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის, ასევე ერთი დამატებითი გამოცდის წარმატებით ჩაბარება.

გამოცდები - Sputnik საქართველო
საქართველოში აბიტურიენტებს სიახლეები ელოდებათ

პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში იქნება. აბიტურიენტები მას 1 და 2 ივლისს ჩააბარებენ. ზოგადი უნარების გამოცდები 4-5 ივლისს ჩატარდება.

უცხო ენების გამოცდები ჩატარდება 6 და 7 ივლისს: ინგლისური და რუსული ენები — 6-7 ივლისი, ფრანგული — 6 ივლისი, გერმანული — 7 ივლისი.

სამოქალაქო განათლების გამოცდა გაიმართება 8 ივლისს, ქიმიის — 11 ივლისს, მათემატიკის — 14 ივლისს, გეოგრაფიის — 15 ივლისს, ისტორიის — 18 ივლისს, ლიტერატურის — 19 ივლისს, ბიოლოგიის — 20 ივლისს, ფიზიკის, ასევე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების — 21 ივლისს.

წელს პირველად ერთიანი ეროვნული გამოცდები ელექტრონულ ფორმატში ჩატარდება, რათა მომავალში ტექსტის ბეჭდვა საზღვარგარეთ აღარ იყოს საჭირო.

ტექსტური ბუკლეტები, რომლის შეკვეთასაც საზღვარგარეთ აძლევენ, მთავრობას ძვირი უჯდება.

ახალი სისტემით, აბიტურიენტი კითხვებს ელექტრონული სახით იღებს, მაგრამ პასუხებს აბიტურიენტები კვლავ წერილობითი სახით გასცემენ.

ყველა ახალი ამბავი
0