საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ დაიწყო

© FB/Министерство обороны Грузииსწავლება "ღირსეული პარტნიორი"
სწავლება ღირსეული პარტნიორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წვრთნებში 500 ქართველი, 150 ბრიტანელი და აშშ–ის ევროპული სარდლობის 650 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და მთავრობის წევრებმა ქართულ–ამერიკული სამხედრო წვრთნების, „ღირსეული პარტნიორი 2016–ის“ გახსნაში მიიღეს მონაწილეობა.

რიგით მეორე წვრთნები ვაზიანში 11–26 მაისს ჩატარდება. მისი მიზანია ნატოს სწრაფი რეაგირების ბატალიონში შემავალი ქართული ასეულის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება. სცენარით ისეთი სამხედრო ოპერაციების ჩატარებაა გათვალისწინებული, როგორიცაა სტაბილურობა, შეტევა და თავდაცვა. 

ქართულ-ამერიკული წვრთნები - Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებაში“ კონფრონტაციის კატალიზატორი — საქართველო–აშშ–ის წვრთნები

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, რომელიც ასევე ესწრებოდა გახსნის ცერემონიას, განაცხადა, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ ქართული ასეული ლიცენზიას მიიღებს და ოპერაციების ჩატარებისას  ნატოს სწრაფი რეაგირების ბატალიონთან მიერთებას შეძლებს. 

„ღირსეულ პარტნიორში“ 500 ქართველი, 150 ბრიტანელი და აშშ–ის ევროპული სარდლობის 650 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

სწავლებებში მონაწილეობს ამერიკული სამხედრო ტექნიკა: M1A2 Abrams–ის ტიპის რვა ტანკი, Bradley–ს შვიდი ავტომობილი, C 130–ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები, „ჰამერის“ ჯიპები, სამედიცინო–საევაკუაციო და სასარდლო–საშტაბო ჯავშანმანქანები.

ყველა ახალი ამბავი
0