საქართველოს პრემიერი ლონდონში დევიდ კემერონს შეხვდება

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშილონდონი
ლონდონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაური დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება, სადაც რიგ შეხვედრებს გამართავს.

თბილისის, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოთხშაბათს სამუშაო ვიზიტით ლონდონში გაემგზავრება, სადაც ხელისუფლების რიგ წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

დაგეგმილია კვირიკაშვილის შეხვედრა ბრიტანელ კოლეგა დევიდ კემერონთან (David Cameron), პროგრამის დეტალები მოგვიანებით გავრცელდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ფილიპ ჰამონდი და დავით ჯალაღანია - Sputnik საქართველო
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო რეგიონში წარმატების მაგალითია

პრემიერის ვიზიტი 13 მაისს დასრულდება.

მარტის ბოლოს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰამონდი იმყოფებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე მან განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორად მიიჩნევს, მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველომ და დიდმა ბრიტანეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 27 აპრილს დაამყარეს. მხარეები რეგულარულად მართავენ პოლიტიკურ კონსულტაციებს, ასევე თანამშრომლობენ თავდაცვის, ვაჭრობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0