საქართველოს პრემიერი უკმაყოფილოა „საპარლამენტო უმრავლესობის“ წევრის განცხადებით

გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სინანული გამოთქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებასთან დაკავშირებით.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის  თამაზ მეჭიაურის განცხადებები  ქართულ-ამერიკულ სამხედრო სწავლებებზე არ გამოხატავს საქართველოს მთავრობისა და პარტია „ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 

თამაზ მეჭიაურმა გასულ კვირას გააკრიტიკა საქართველოში 11-26 მაისს დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლებები. მან ასევე გააკრიტიკა საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ და აღნიშნა, რომ საქართველოს თუ უნდა თავისი ტერიტორიების დაბრუნება, ურთიერთობები უნდა დაარეგულიროს რუსეთთან. 

"ნამდვილად უნდა ვთქვა დიდი სინანულით, რომ ბატონი თამაზის განცხადება არის აბსოლუტურად აცილებული იმ კურსს, რომელიც „ქართულ ოცნებას" და საქართველოს მთავრობას აქვთ და, რომელიც, თავის მხრივ „ქართული ოცნების" საგარეო კურსის გამომხატველია. ძალიან დასანანია, რომ ბატონი თამაზის განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობისა და პარტია „ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს", — ციტირებს პრემიერს მთავრობის პრესსამსახური. 

დეპუტატი თამაზ მეჭიაური - Sputnik საქართველო
დეპუტატი: ქართულ-ამერიკული წვრთნები - ეს მოსახლეობისთვის დადგმული შოუა

მანამდე დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლებების გამო უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მას პროვიკაციული ნაბიჯი უწოდა. ოფიციალური მოსკობი თვლის, რომ ეს სწავლებები მიმართულია კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური რყევებისაკენ. 

ამის პასუხად ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ საქართველოს სრული უფლება აქვს დამოუკიდებლად აირჩიოს სამხედრო პარტნიორები და ჩაატაროს სწავლებები თავის ტერიტორიაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ სტაბილურობის შენარჩუნება კავკასიის რეგიონში პირველ რიგში საქართველოს ინტერესებშია. 


ყველა ახალი ამბავი
0