თბილისი. 9 მაისი — Sputnik. უმცროსმა სერჟანტმა მელიტონ ქანთარიამ (1921-1993წ.) სერჟანტ მიხეილ ეგოროვთნ ერთად 1945 წლის მაისში რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა. “ყველას მინდა გამარჯვების დღე მივულოცო. მე გმირის ქალიშვილი ვარ, რომელმაც სერჟანტ მიხეილ ეგოროვთნ ერთად 1945 წლის მაისში რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა. ხვალ პარკში მამაჩემის ძეგლი იხსნება, ყველას ვპატიჟებ ამ ღონისძიებაზე“,-აღნიშნა ციალა ქანთარიამ.
მელიტონ ვარლამის ძე ქანთარია 1920 წელს დაიბადა. 1938 წელს წითელ არმიაში გაწვევამდე კოლმეურნეობაში მუშაობდა. ბრძოლებში 1941 წლის დეკემბრიდან მონაწილეობდა, იყო პირველი ბელორუსიული ფრონტის მზვერავი. ბერლინში დროშის აღმართვისათვის სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1946 წლის 8 მაისის ბრძანებულებით მას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
დემობილიზაციის შემდეგ ქანთარია სოხუმში დასახლდა. 1947 წელს კომპარტიის რიგებში შევიდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც მალე გარდაიცვალა(1993 წელს). დაკრძალულია მშობლიურ დაბა ჯვარში.