1945 წლის 9 მაისი - ნანატრი გამარჯვების დღე

Video Player is loading.
Current Time 0:00
/
Duration 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -0:00
 
1x
1945 წლის 9 მაისი - ნანატრი გამარჯვების დღე
1:38
გამოწერა

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება. იხილეთ საარქივო ვიდეოკადრები, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ აღნიშნეს პირველი მშვიდობიანი დღე საბჭოთა კავშირსა და სხვა ქვეყნებში.

საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღედ სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1945 წლის 8 მაისის ბრძანების საფუძველზე გამოცხადდა. ეს დღე „დიდ სამამულო ომში გერმანელ ფაშისტ-დამპყრობთა წინააღმდეგ საბჭოთა ხალხის ბრძოლის ძლევამოსილად დასრულების, წითელი არმიის, რომელმაც მთლიანად გაანადგურა ჰიტლერული გერმანია, გამარჯვებისა და გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციის“ დღედ გამოცხადდა.  

1947 წლის ბოლოს გამოიცა ბრძანება, რომლის თანახმად, 9 მაისი სამუშაო დღედ გამოცხადდა და მხოლოდ 1965 წელს, გამარჯვების მე-20 წლისთავზე გამოცხადდა 9 მაისი უქმე დღედ.

მეორე მსოფლიო ომი 1939-45 წლებში მიმდინარეობდა და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბულ შეიარაღებულ შეტაკებად იქცა.


ყველა ახალი ამბავი
0