თბილისი, 8 მაისი — Sputnik. პარიზის ხელისუფლებამ, ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ელისეის მინდვრებზე ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
ინიციატივა მერმა ან იდალგომ გაახმიანა და თებერვალში ქალაქის საბჭომ მოიწონა. ამ კვირა დღიდან დაწყებული, ელისეის მინდვრებზე თვეში ერთხელ მხოლოდ ფეხით მოსიარულენი გაივლიან. დღეს გამზირი 8-დან 20 საათამდე დაიკეტა, აღიშნულია ტელეარხ BFM TV-ს განცხადებაში.
ელისეის მინდვრები საფრანგეთის დედაქალაქის მეშვიდე ოლქის მთავარი საავტომობილო მაგისტრალია. 2014 წელს მედისაშუალებებისთვის ცნობილი გახდა პროექტის შესახებ, რომელიც ავენიუ ფოშის საფეხმავლო ქუჩად გადაქცევას მოიაზრებს. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ თუ ეს პროექტი განხორციელდა, ეს საფრანგეთის ყველაზე დიდი საფეხმავლო ქუჩა გახდება.