პარიზში გაეროს ახალი კლიმატური შეთანხმება 196 ქვეყანამ მოიწონა

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკშიპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეროს ახალი კლიმატური ჩარჩო-ხელშეკრულება არ მოიაზრებს წიაღისეულ საწვავზე უარის თქმასა და გამონაბოლქვი ნახშირორჟანგის საერთო რაოდენობის შეზღუდვას. თუმცა უკლებლივ ყველა ქვეყანამ უნდა დასახოს კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციის ეროვნული მიზნები.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ორკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 196 ქვეყნის წარმომადგენლებმა გაეროს, ყველასათვის სავალდებულო, ახალი კლიმატური ჩარჩო-შეთანხმება მოიწონეს, რომელიც 2020 წლის შემდეგ სათბური გაზების გამოტყორცნის მოცულობასა და კლიმატის ცვლილების აღსაკვეთ ზომებს  განსაზღვრავს. 

შეთანხმება, რომელმაც ამოქმედებამდე რატიფიკაცია უნდა გაიაროს, არ მოიაზრებს წიაღისეულ საწვავზე უარის თქმასა და გამონაბოლქვი ნახშირორჟანგის  საერთო რაოდენობის შეზღუდვას. თუმცა უკლებლივ ყველა ქვეყანამ უნდა დასახოს გამონაბოლქვის შემცირების, ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და  კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციის ეროვნული მიზნები. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: კლიმატური ცვლილებები საქართველოსთვის რისკებს ქმნის

პარიზის კლიმატურ შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონია 2016 წლის 22 აპრილს გაიმართება  ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში, — ნათქვამია პარიზის კონფერენციის ორგანიზატორების განცხადებაში. 

ეროვნული მიზნები 2022 წლის ბოლომდე უნდა მომზადდეს, ხოლო 2023 წელს ვითარება პირველად შეფასდება. ამის შემდეგ ამგვარი შეფასება ყოველ ხუთ წელში ერთხელ მოხდება. ყველა ეროვნული ქმედების ძირითადი მიზანი ის გახლავთ, რომ არ დაიშვას ჰაერის საერთო ტემპერატურის 2 გრადუსზე მეტით გათბობა, ვიდრე ეს ინდუსტრიალიზაციამდელ პერიოდში იყო. ამასთან ქვეყნებმა განაცხადეს, რომ შეეცდებიან ტემპერატურის ზრდა 1.5 გრადუსით შემოიფარგლოს. 


ყველა ახალი ამბავი
0