პრემიერი: კლიმატური ცვლილებები საქართველოსთვის რისკებს ქმნის

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიუ–იორკში მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი (Sustainable Development Goals) გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში ჩატარდა.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველო, განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, კლიმატური რისკების საფრთხის ქვეშაა, განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს სამიტზე, რომელიც დედამიწის დაცვისა და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის საკითხებს მიეძღვნა. ამის შესახებ ქართული მედია ორშაბათს, 28 სექტემბერს იუწყება.

ნიუ–იორკში მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი (Sustainable Development Goals) გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში ჩატარდა.

„საქართველო, განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობისა და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო, კლიმატური ცვლილებებისგან საკმაოდ დაუცველია…“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოში ჰაერის დაბინძურების დონეს გაზომავენ - Sputnik საქართველო
ჰაერის დაბინძურების დონეს მთელს საქართველოში გაზომავენ

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას, 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობა და მისი შედეგები ახსენა.

პრემიერმა კლიმატური ცვლილებების თემას, როგორც 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას, შეეხო და აღინიშნა, რომ საქართველო „მწვანე ზრდის“ კონცეფციის პრინციპის ერთგული იქნება, რომელიც ეკოლოგიურ-ეკონომიკური განვითარების ბალანსს უზრუნევლყოფს.

„ჩვენ მას მთელი საქართველოს მასშტაბით, ტექნოლოგიებში ნაკლები ოდენობის ნახშირბადის გამოყოფის წახალისებით ვახორციელებთ, რის შედეგადაც შესაბამისი რაიონების მოსახლეობა ზარალისგან დაცული იქნება. აქედან გამომდინარე, საქართველო დგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ კლიმატური რისკები და მათგან დაცულობის უზრუნველყოფა განვითარების დაგეგმვასა და განხორციელებაში გათვალისწინებული იყოს“, — აღნიშნა პრემიერმა.

„მწვანე ზრდის“ კონცეფციის პრეზენტაცია 2005 წელს სეულში, აზია-წყნარი რეგიონის სახელმწიფოების გარემოს დაცვის მინისტრების მე-5 კონფერენციაზე გაიმართა. კონცეფცია ოთხი პრინციპის გამოყენებას ეფუძნება: ეკო-ეფექტურობის პრინციპი, რომელიც, პროდუქციის მთელი არსებობის განმავლობაში გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციის პირობებში, საქონლისა და მომსახურების სასარგებლო თვისებების მაქსიმიზაციას გულისხმობს; რესურსების გაფრთხილების პრინციპი გულისხმობს მართვითი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელშიც გათვალისწინებულია ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების აუცილებლობა; ერთიანობის პრინციპი განვითარების პროცესში მონაწილე ეროვნული ეკონომიკის ყველა სუბიექტის ქმედებების შეთანხმებულობას ვარაუდობს და სექტორთაშორისობის პრინციპი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების სხვადასხვა სექტორების წარმომადგენელთა ჩართულობას ნიშნავს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0