თბილისი, 8 მაისი — Sputnik. შს სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.
ბრალდებულებმა „აი-ფი-ეს“-ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს. ისინი იმ დროს დააკავეს, როდესაც აპარატში მოთავსებული 6 593 ლარის, აპარატის მცირე ზომის ფულის ტომრის და ქაღალდის ფულის მიმღები მოწყობილობის მოპარვას ცდილობდნენ, ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში მოთავსებული თანხა, ტომარა და ფულის მიმღები მოწყობილობა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
სისხლის სამართლის საქმე საქმე აღძრულია ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ქურდობის მცდელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).