თბილისი, 8 მაისი — Sputnik. რუსეთის მოქალაქეებს შორის ყველაზე მოთხოვნადი ავიამარშრუტები სიმფეროპოლი, კიშინიოვი და თელ-ავივი გახდა. ასევე პოპულარული ხდება საქართველო და ბალტიისპირეთის ქვეყნები, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ავიაბილეთების გაყიდვების სააგენტოების წარმომადგენლებმა.
ბილეთების გაყიდვის სერვისის Туту.ру-ს ანალიტიკოსების მიერ მომზადებული მონაცემებით, ყველაზე პოპულარული ადგილები 9 მაისს გასამგზავრებლად არიან სიმფეროპოლი (გაყიდული ავიაბილეთების 14,4%), კიშინიოვი (20%) და თელ-ავივი (26,3%).
ევროპულ სარკინიგზო მიმოსვლაში 9 მაისისთვის წელს ბალტიისპირეთის ქვეყნები ლიდერობენ, აღნიშნეს Туту.ру-ში.
რუს დამსვენებელთა 10%-ზე მეტი საზღვარგარეთ გაემგზავრა. როგორც „სვიაზნოი ტრეველის“ კომერციულმა დირექტორმა ანდრეი ოსინცევმა განაცხადა, პირველ ადგილზეა საქართველო. 2016 წელს პოპულარული მიმართულებების ტოპ-ათეულში პირველად მოხვდნენ რიგა და ვილნიუსი, აღნიშნა მან.