თბილისი, 7 მაისი – Sputnik. თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, იუწყება ქართული მასმედია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე გამოაცხადა. მოსამართლის განმარტებით, სასჯელის ათვლა 2016 წლის 5 მაისიდან დაიწყო.
გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება“, რაც რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.
ლევან როსტოშვილი, რომელიც ქართულ შოუ-ბიზნესში ცნობილია, როგორც „როსტო“, ადრე „ნანუკას შოუს“ თანაწამყვანი იყო, როდესაც გადაცემა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადიოდა.
ლაშა კურტანიძე პოპულარულ ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ მონაწილეობს, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გადის.