მასმედია: თბილისში ნარკოდანაშაულის ფაქტზე შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები დააკავეს

© фото - public domainხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული საინფორმაციო საშუალებები შოუ-ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლების დაკავებას აქტიურად განიხილავენ, თუმცა შსს დაკავებულების ვინაობის დასახელებაზე უარს აცხადებს.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს ყოფილი ტელეწამყვანი, სპორტსმენი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე, იუწყება ქართული მასმედია.

საქართველოს შსს-ში ორი ადამიანის დაკავების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მათ ვინაობას არ ასახელებენ. ასევე არ ზუსტდება ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების რაოდენობა.

ახალგაზრდები ქუჩაში - Sputnik საქართველო
ნარკომანია საქართველოში - გამოსავალი ყოველთვის არსებობს

„ორი პირის დაკავებას ვადასტურებ. გუშინ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს. პერსონალურ ინფორმაციაზე არაფრის თქმა არ შემიძლია“, — განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა ნინო ცხადაძემ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება“, რაც რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.

ლევან როსტოშვილი, რომელიც ქართულ შოუ-ბიზნესში ცნობილია, როგორც „როსტო“, ადრე „ნანუკას შოუს“ თანაწამყვანი იყო, როდესაც გადაცემა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადიოდა.

ლაშა კურტანიძე პოპულარულ ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ მონაწილეობს, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გადის.

ყველა ახალი ამბავი
0