სტოკჰოლმში "ევროვიზიაში" მონაწილე ქვეყნების დროშებს 8 მაისს აღმართავენ

© Wikipediaევროვიზია
ევროვიზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილე ქვეყნების დროშებს შვედეთის უძველესი არმიის ლეიბლ-გვარდიის ჯარისკაცები აღმართავენ. ცერემონია სტოკჰოლმის ცენტრში სამეფო სასახლის წინ გაიმართება.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილე ქვეყნების დროშების  აღმართვის ცერემონია სტიკჰოლმში  8 მაისს გაიმართება, განაცხადა სტოკჰოლმის მერიის პროტოკოლის პასუხისმგებელმა პირმა სვანტე ჰოდელმა პრესკონფერენციაზე.

„ცერემონია ქალაქის ცენტრში, სამეფო სასახლის წინ გაიმართება და შვედეთის ტრადიციის მიხედვით დროშები ანბანის მიხედვით აღიმართება“, — განაცხადა  ჰოდელმა.

ცერემონიაზე მიწვეული არიან კონკურსში მონაწილე ქვეყნების ელჩები შედეთში, მომღერლები და მათი დელეგაციების წევრები, „ევროვიზიის“ თაყვანისმცემლები, მერიის წარმომადგენლები, კონკურსის ორგანიზატორები. 

ნიკა კოჩაროვი  & Young Georgian Lolitaz - Sputnik საქართველო
სარკეები და კალეიდოსკოპი: საქართველომ ევროვიზიისთვის შოუ მოამზადა

დროშების  აღმართვის პატივი ლეიბლ-გვარდიის ჯარისკაცებს — შვედეთის არმიის უძველესი პოლკის სამხედრო მოსამსახურეებს, ხოლო მუსიკალური გაფორმება შვედეთის შეიარაღებული ძალების არმიის ორკესტრს ხვდა წილად.

ჰოდელის განმარტებით, ქალაქისთვის ეს მოვლენა უჩვეულო იქნება და მსგავსი რამ ორჯერ მოხდა — 1912 წელს სტოკჰოლმში გამართულ ოლიმპიურ თამაშებსა და 1972 წელს გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ გაეროს კონფერენციაზე. 

„ევროვიზია 2016“ —ის კონკურსი Globe Arena-ს სცენაზე 10-14 მაისს გაიმართება და მასში 42 ქვეყნის მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას.

პირველი ნახევარფინალი 10 მაისს, მეორე კი 12 მაისს გაიმართება. კონკურსის ფინალი 14 მაისს არის დაგეგმილი.

წლევანდელ „ევროვიზიაში“ საქართველოს ნიკა კოჩაროვი და მისი ინდი–ჯგუფი Young Georgian Lolitaz (YGL) წარადგენს.  ბექ-ვოკალში  შვედი ვოკალისტი ლარს სეფსუნდი იმღერებს.

შვედეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ქართველი მუსიკოსების მხარდასაჭერად ოფიციალური მიღება გაიმართება, რომელსაც შვედეთში მცხოვრები ქართველები, ჟურნალისტები და საპატიო სტუმრები დაესწრებიან.


ყველა ახალი ამბავი
0