საქართველომ რიოს ოლიმპიადაზე კიდევ ორი ლიცენზია მოიპოვა

გამოწერა
ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა რიოს ოლიმპიადის კიდევ ორი ლიცენზია მოიპოვეს.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ქართველმა სპორტსმენებმა რობერტ კობლიაშვილმა (-85კგ) და იაკობ ქაჯაიამ (-130კგ) რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის  კიდევ ორი საგზური მოიპოვეს.

ქართველმა მოჭიდავეებმა წარმატებას სტამბულში მიმდინარე მსოფლიოს ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში გასვლით დაიმსახურეს,  ნათქვამია  ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში.

საერთო ჯამში საქართველოს 33 ლიცენზია აქვს მოპოვებული. 

მოჭიდავეები - Sputnik საქართველო
ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი რიოს თამაშებზე არ გაემგზავრება

ოლიმპიადაზე საქართველო ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ექვსი შესაძლებლობიდან ხუთი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ერთადერთი, ვინც ვერ შეძლო ოლიმპიური თამაშებისთვის წარმატების მიღწევა, ლინდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი რევაზ ლაშხია (-59კგ).

რიოს ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში იასპარეზებენ:

შმაგი ბოლქვაძე  (- 66 კგ)

ზურაბ დათუნაშვილი (-75 კგ)

რევაზ ნადარეიშვილი(- 98კგ)

რობერტ კობლიაშვილი  (-85კგ)

იაკობ ქაჯაია (-130კგ)


ყველა ახალი ამბავი
0