ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი რიოს თამაშებზე არ გაემგზავრება

© photo: Sputnik / Алексей Куденко / გადასვლა მედიაბანკშიმოჭიდავეები
მოჭიდავეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხვა ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები რობერტ ქობლიაშვილი და იოსებ ჩუგოშვილი კიდევ ორი ლიცენზიისთვის იბრძოლებენ.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში რევაზ ლაშხმა (-59 კგ) რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება ვერ შეძლო.

ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირში, რომელიც დღეს სტამბოლში დაიწყო, ბრაზილიაში თამაშების საგზურებს თითოეულ წონით კატეგორიაში ორი ფინალისტი მიიღებს.

სასტარტო ორთაბრძოლაში ლაშხმა უპრობლემოდ მოუგო ინდოელ სინგხ რავინდერს — 8:0. თუმცა, შემდეგ რაუნდში ქართველმა მოჭიდავემ ამერიკელ დევიდ ტიელკესთან წააგო და რიოს ოლიმპიადაზე მოხვედრის ბოლო შანსი გაუშვა.

დღეს სტამბოლში კიდევ ორი ლიცენზიისთვის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ორი ქართველი იბრძოლებს. რობერტ ქობლიაშვილი (-85 კგ) ნახევარფინალში გავიდა, სადაც თურქეთის წარმომადგენელს — მეთეჰან ბასარს შეხვდება. მძიმეწონოსანი იოსებ ჩუგოშვილის (-130 კგ) მეტოქე კი ¼ ფინალში ტუნისელი რადუან ჩები იქნება.

ამჟამად საქართველოს ნაკრებს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სამი ლიცენზია აქვს: შმაგი ბოლქვაძე (-66 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (-75 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (-98 კგ).

ამჟამად საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს 31 ლიცენზია აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0