ომბუდსმენი: საქართველოში პოლიცია ფიზიკურ ძალადობას ხშირად მიმართავს

© Courtesy of Ucha Nanuashviliუჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ომბუდსმენის განცხადებით, გასულ წელს სამართალდამცავების მხრიდან დაკავებულ პირებზე ფიზიკური ძალადობის 11 შემთხვევა დაფიქსირდა.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მტკიცებით, ქვეყანაში გაიზარდა პოლიციელთა მხრიდან დაკავებულ პირებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები. 

თბილისი - Sputnik საქართველო
"მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" სახალხო დამცველის წინააღმდეგ

ომბუდსმენის ანგარიშს  “2015 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ პარლამენტში უკვე იხილავენ. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს 11 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც შესაძლო წამებაზე მიუთითებს.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ადამიანთან სხეულზე მიყენებული დაზიანებები, რომლებმაც ძალადობის შესახებ განაცხადეს და ის ფაქტიც რომ, რამდენიმე მათგანს სტაციონარული მკურნალობა დასჭირდა“, — ნათქვამია ომბუდსნენის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ნანუაშვილმა თავისი უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებითაც, რომ პროკურატურამ შესაბამისი განცხადების მიღების შემდეგ სისხლის სამართლის საქმე უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე აღძრა მაშინ, როდესაც დანაშაული არაადამიანური მოპყრობისა და წამების ნიშნებს შეიცავს. 

ანგარიშში ასევე საუბარია დაკავების  ოქმების შესაძლო გაყალბებაზეც.


ყველა ახალი ამბავი
0