თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „მართლამდიდებელ მშობელთა კავშირმა“ საპროტესტო აქცია გამართა საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის წინააღმდეგ და იგი მომწმუნეთა გრძნობების იგნორირებაში დაადანაშაულა.
მათ უკმაყოფილება გამოხატეს იმით, რომ ომბუდსმენი სექსუალური უმცირესობების უფლებებს იცავს. "სახალხო დამცველი ხალხის წინააღმდეგ", — ამ ლოზუნგით მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის აქცია გაიმართა სახალხო დამცველის ოფისთან.
„მისი მოღვაწეობა საკმაოდ ტენდენციურია. მიზანმიმართულად ხდება ჩვენი რელიგიური გრძნობების დამცირება და უზნეობის წახალისება“ — თქვა დეკანოზმა დავით ისაკაძემ ტელეკომპანია „რუსტავი 2“-ის ეთერში.
უჩა ნანუაშვილი საქართველოს სახალხო დამცველია 2012 წლიდან.
2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთის შესახებ“.