საქართველოს ომბუდსმენმა ჰომოფობიასთან ბრძოლის აუცილებლობა დაადასტურა

© photo: Sputnik / Vadim Zhernov / გადასვლა მედიაბანკშილგბტ აქცია, არქივის ფოტო
ლგბტ აქცია, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალხო დამცველისა და ECRI-ს რეკომენდაციები სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხში ემთხვევა, კონკრეტულ ინციდენტებზე საჭიროა რეაგირება.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომისიის (ECRI) ჰომოფობიასთან ბრძოლის განყოფილების შექმნის რეკომენდაცია სახალხო დამცველის აპარატის პოზიციას მთლიანად ემთხვევა, განაცხადა საქართველოს ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა.

ECRI-მ ყოველწლიური მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას პოლიციის სპეცდანაყოფის შექმნისკენ მოუწოდებს, რომელიც ომბუდსმენის აპარატისგან და შესაბამისი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კონსულტაციებს მიიღებს და რასისტულ, ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ დანაშაულებათა გამოვლენაზე იმუშავებს.

ქალაქის ხედი - Sputnik საქართველო
ECRI: საქართველოს ხელისუფლება უმცირესობის უფლებებს არ იცავს

„სახალხო დამცველისა და ECRI-ს რეკომენდაციები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ არაერთხელ მივუთითეთ ამ პრობლემაზე, რომ ასეთი ფაქტები არსებობს… ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება კონკრეტულ ინციდენტებზე“, – თქვა უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეო–კომენტარში ნანუაშვილმა.

მისი სიტყვებით, ECRI-ს მოხსენება ნაწილობრივ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მასალებზე დაყრდნობით მომზადდა. ECRI მონიტორინგს იმ ქვეყნებში ახორციელებს, რომლებიც ევროპის საბჭოში შედიან. სამუშაო ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.


ყველა ახალი ამბავი
0