თბილისი, 7 მაისი – Sputnik. გორში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენა, ათობით სოფელში მოსავალი თითქმის განადგურებულია იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
„ამ სოფლებში მოსავალი თითქმის 100%-ით განადგურებულია. მე მოვუწოდებ ადგილობრივ მოსახლეობას რომ დაუყოვნებლივ დააზღვიონ მოსავალი“, — განაცხადა გორის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა რევაზ გუგიაშვილმა.
შექმნილი ვითარების შესასწავლად და გასაცნობად ადგილზე სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან. არსებული ვითარების შესწავლის შემდეგ, მიყენებული ზარალის დათვლა და ანაზღაურება მოხდება.
საქართველოში აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც ფერმერებს შეუძლიათ თავიანთი მოსავალი დააზღვიონ. საპილოტო პროგრამა 2014 წლის სექტემბერში ჩაეშვა.
სინოპტიკოსები უქმეებზე წვიმასა და სეტყვას პროგნოზირებენ.