თბილისი, 7 მაისი — Sputnik. სამგორის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა და გლდანის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ თანამდებობები დატოვეს, იუწყება ქართული მედია.
თბილისის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ყოფილი გამგებლები უწყებიდან არ მიდიან და ისინი სხვა თანამდებობებზე გააგრძელებენ საქმიანობას. თუ სად გააგრძელებენ მუშაობას ჩოქური და ქარცივაძე, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ გამგებლების თანამდებობიდან წასვლაზე ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა, თუმცა არც ერთი მათგანი იმ დროისთვის პოსტის დატოვებას არ გეგმავდა.