"ქართული ოცნების" კრიზისი გორში

© გორის მინიციპალიტეტის გვერდი.გორის მუნიცეპალიტეტის შენობა, არქივის ფოტო
გორის მუნიცეპალიტეტის შენობა, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გორის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე საკრებულოს წევრებმა იმპოჩმენტის წესით გადააყენეს. მანამდე თანამდებობა საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ იოსებ ფალელაშვილმა დატოვა.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ თანამდებობა დატოვა. საკრებულოში დღეს გამართულ სხდომაზე იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით კენჭისყრა უკვე დასრულდა, ინფორმაცია ამის შესახებ გორის საკრებულოს „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

კენჭისყრაში საკრებულოს 15 წევრიდან რვამ მიიღო მონაწილეობა, შვიდმა კი, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. კენჭისყრაში მონაწილე რვა დეპუტატიდან  დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთადერთ საკითხს მხარი რვავე დეპუტატმა დაუჭირა, რის საფუძველეც, საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა.

მანამდე თანამდებობა დატოვა ქალაქ გორის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ იოსებ ფალელაშვილმა, რომელიც საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აგრზელებს საქმიანობას.

ამ დროისთვის ქ. გორის საკრებულოში 15 წევრიდან მმართველი გუნდის რიგებში მხოლოდ 5 წევრი რჩება.


ყველა ახალი ამბავი
0