გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს რუს თანამემამულეთა კავშირმა „ოტჩიზნამ“ ტრადიციული აქცია „ავტომატარებელი ხსოვნა“ ჩაატარა. აქციის მონაწილეები თბილისსა და კახეთში მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ ადგილებს ეწვივნენ. Sputnik-ი აღნიშნული ღონისძიების ამსახველ ფოტოკადრებს გთავაზობთ.
გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს რუს თანამემამულეთა კავშირმა „ოტჩიზნამ“ ტრადიციული აქცია „ავტომატარებელი ხსოვნა“ ჩაატარა. აქციის მონაწილეები თბილისსა და კახეთში მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ ადგილებს ეწვივნენ.
აქციის მონაწილეებმა თბილისში კუკიისა და პეტრე-პავლეს სასაფლაოებზე გმირთა მემორიალები მოინახულეს, სოფელ პატარძეულში გვირგვინებით შეამკეს დაღუპულთა მემორიალი და გურჯაანში „ჯარისკაცის მამის“ ძეგლთან პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
როგორც Sputnik-თან საუბრისას რუს თანამემამულეთა კავშირ „ოტჩიზნას“ პრეზიდენტმა ვალერი სვარჩუკმა განაცხადა, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აქციას ორგანიზაცია უკვე მერამდენე წელია ატარებს.
„ასეთი დღესასწაულის მოწყობის იდეა შვიდი წლის წინ გაჩნდა. სამწუხაროდ, ვეტერანები სულ უფრო ცოტანი არიან. მაგრამ ყველას, ვინც ცოცხალია, შეუძლია ჩვენთან ერთად წამოსვლა, თუმცა დღეს ჩვენთან დაახლოებით 20 ვეტერანია. აუცილებელია, ეს დიდი დღესასწაული — გამარჯვების დღე გვახსოვდეს“, — განაცხადა „ოტჩიზნას“ პრეზიდენტმა ვალერი სვარჩუკმა Sputnik-თან საუბრისას.
თბილისში „ოტჩიზნას“ წევრების ძალისხმევით მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ყველა მემორიალს რესტავრაცია ჩაუტარდა, განაცხადა სვარჩუკმა.