საქართველო ოპერის ევროპულ დღეებს აღნიშნავს

© Sputnik / Alexander Imedashviliოპერისა და ბალეტის თეატრი
ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპერის ევროპული დღეების ფარგლებში თეატრები, რომლებიც აქციას შეუერთდნენ, ყველა მსურველს რეპეტიციებზე დასწრებისა და კულისებში ყოფნის უფლებას აძლევენ.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი მსოფლიოს 40 ქვეყნის წამყვან თეატრებს შეუერთდა, რომლებიც ოპერის ევროპის დღეებს ზეიმობენ.

აქციის ფარგლებში მთელი მსოფლიოს ასობით საოპერო თეატრი თავის კარს აღებს: ყველა მსურველს შეუძლია დაესწროს კონცერტებს, რეპეტიციებს, შევიდეს კულისებში და დაათვალიეროს კოსტიუმები და რეკვიზიტები. ეს კულტურული აქცია მოწოდებულია, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს მოტივაცია – გაეცნოს საოპერო ხელოვნებას.

თბილისის ოპერის თეატრში 6 და 7 მაისს გაიმართება ექსპოზიცია „საქართველო—ოპერა—ევროპა“, შენობის წინ მოაწყობენ კოსტიუმირებულ პერფორმანსებს და საბავშვო გუნდისა და ორკესტრის კონცერტს სახელწოდებით „ოპერა ყველასთვის“.

საქართველოს კამერული ორკესტრი - Sputnik საქართველო
მუსიკალური ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ პროგრამა

„8 მაისს, დღისით ბავშვთა გუნდი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის მიერ რიყეზე ორგანიზებულ კონცერტში. ხოლო საღამოს, 20.00 საათზე… ოპერაში გაიმართება ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ერთობლივი გალა-კონცერტი, რომელიც ასევე გადაიცემა თეატრის წინ დამონტაჟებულ ეკრანზე“, — აღნიშნულია თეატრის განცხადებაში.

გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი, გუნდი და სოლისტები. დირიჟორია დავით კინწურაშვილი.

საღამოზე, რომელსაც საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გახსნის, შესრულდება ფრაგმენტები ფალიაშვილის, ლაღიძის, მოცარტის, ვერდის, გუნოს, ვაგნერის, პუჩინის, ჩილეას და ჯორდანოს ოპერებიდან.

ღონისძიება მეათედ იმართება. წლევანდელი სლოგანია „მსოფლიოს თეატრი“.

ყველა ახალი ამბავი
0