კლინტონის აზრით, არჩევნებში ტრამპის გამარჯვება აშშ-სთვის სარისკოა

© photo: Sputnik / Игорь Руссак / გადასვლა მედიაბანკშიჰილარი კლინტონი
ჰილარი კლინტონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დონალდ ტრამპი არაპროგნოზირებადი ადამიანია, მისნაირებს, „როგორც წესი, მარცხი მოსდით“, განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატიული პარტიის კანდიდატი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი იმ რისკის შესახებ საუბრობს, რაც შეიძლება მოჰყვეს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპის გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს

„არ ვფიქრობ, რომ გარისკვა შეგვიძლია, თუ ქვეყნის მართვის ნებას მივცემთ ისეთ არაპროგნოზირებად ადამიანს, როგორიც დონალდ ტრამპია“, — განაცხადა კლინტონმა ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში. მისი თქმით, ისეთ ადამიანებს, როგორიც ტრამპია, „როგორც წესი, მარცხი მოსდით“.

როგორც ცნობილი გახდა, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა რესპუბლიკური პარტიიდან არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ამგვარად, დარჩა მხოლოდ დონალდ ტრამპი. ის ოფიციალურად, შესაძლოა, ივლისში რესპუბლიკელების ყრილობაზე წარადგინონ.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0