არასამთავრობოები საქართველოში რუსული ტელევიზიების მაუწყებლობის აკრძალვას მოითხოვენ

© Flickrტელევიზორი
ტელევიზორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კომუნიკაციების კომისია არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის შესწავლას აპირებს. თუ გაირკვევა, რომ რუსული ტელეარხებით გავრცელებული პროდუქცია ქართულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მათ მაუწყებლობას შეწყვეტენ.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მზადაა, შეზღუდოს რიგი რუსული ტელეარხების რეტრანსლაცია, თუ გაირკვევა, რომ ისინი მიუღებელ პროდუქციას ავრცელებენ, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე.

საქართველოში რუსული ტელეარხების РТР-ПЛАНЕТА, Россия 24, НТВ Мир, TVCI, Россия 1, НТВ, ТНТ, Петербург 5, Звезда, Рен-ТВ და Russia Today აკრძალვა გუშინ 12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოითხოვა. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს არხები „რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტები“ არიან.

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ“ რეგლამენტის თანახმად, მიუღებელ პროდუქციაში იგულისხმება პორნოგრაფია და პროდუქცია, რომელიც ძალადობისა და სიძულვილის განსაკუთრებით მძიმე ფორმას შეიცავს, რომელიც ლახავს პირად ცხოვრებას, შეიცავს უზუსტობას და არღვევს საავტორო უფლებებს.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებში პროგრესი აღნიშნა

ასევე, რეგლამენტის თანახმად, საქართველოში იკრძალება პროპაგანდული ომის ნებისმიერი სახეობა და ისეთი გადაცემები, რომლებიც ხელს უწყობს რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური და სხვა უთანხმოებების გაღვივებას, რაიმე ჯგუფის დისკრიმინაციას ან ძალადობისკენ წაქეზებას.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ღია წერილით მიმართეს როგორც კომუნიკაციების კომისიას, ისე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.

2008 წელს, აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოში რუსული არხების მაუწყებლობა აიკრძალა. მაუწყებლობა მხოლოდ 2012 წელს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ განახლდა.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს.

ყველა ახალი ამბავი
0