ქართველმა მოფარიკავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიფარიკაობის ტურნირი
ფარიკაობის ტურნირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურნირის მსვლელობისას ქართველმა მოფარიკავეებმა სძლიეს იტალიისმ უკრაინის, ბელორუსის გუნდებს და საბოლოოდ ფინალში რუსეთის გუნდთან წააგეს.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ქართველმა მოფარიკავეებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გაიმართა, ვერცხლის მედლები მოიპოვეს, იტყობინება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალური გვერდი

ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავეებმა გუნდური შეჯიბრის ფინალში იასპარეზეს, სადაც რუსეთის ნაკრებთან დამარცხდნენ 38:45.

სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო
მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

ფინალში გასვლამდე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ნახევარფინალში ბელარუსს სძლიეს 45:42, მანამდე კი უკრაინა 45:38, ჩემპიონატის ფავორიტი, პირველ ნომრად განთესილი იტალია კი 45:42 დაამარცხეს.

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ჩათვლაში ჩემპიონობა სანდრო ბაზაძემ მოიპოვა.

ახალგაზრდა მოფარიკავეები თბილისში 5 მაისს დაბრუნდებიან.


ყველა ახალი ამბავი
0