მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

© courtesy of International Fencing Federationსანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მოფარიკავე წარმატებით გამოვიდა ჩეხეთში მიმდინარე ტურნირზე და რიოს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა, იუწყება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

ჩეხეთის საკვალიფიკაციო ტურნირზე, რომელშიც ოცი სპორტსმენი მონაწილეობდა, ქართველმა სპორტსმენმა მესამე ადგილი დაიკავა. ეს შედეგი საშუალებას აძლევს მას, მონაწილეობა მიიღოს რიოს ოლიმპიადაში.

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო
ძმებმა ბაზაძეებმა ფარიკაობაში ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

„ეს მნიშვნელოვანი ამბავი მას შემდეგ გაირკვა, რაც სანდრომ წარმატებით იასპარეზა კონტინენტურ სალიცენზიო შეჯიბრებაში“, — ნათქვამია ოლიმპიური კომიტეტის ვებგვერდზე.

სანდრო ბაზაძემ ქვეჯგუფში ხუთიდან ოთხი შეხვედრა მოიგო. გადამწყვეტ ეტაპზე სანდრომ ესპანელ მოფარიკავეს ანგარიშით 15:9 სძლია, ლიცენზიისთვის ბრძოლაში კი ისრაელის წარმომადგენელი კონსტანტინ ვორონოვი ანგარიშით 15:12 დაამარცხა.

23 წლის ბაზაძისთვის ეს კარიერაში პირველი ოლიმპიადაა.

ყველა ახალი ამბავი
0