ძმებმა ბაზაძეებმა ფარიკაობაში ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

© http://msy.gov.ge/ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე
ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანდრო ბაზაძემ მექსიკელი ხულიან აიალა, თურქი ათაქან ხოზერი და თანამემამულე მიხეილ მარდალეიშვილი დაჯაბნა.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე თურქეთში მიმდინარე ფარიკაობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფინალურ შეხვედრაში ბაზაძემ კანადელი ჯოზეფ პოლოსიფიკისი ანგარიშით 15:13 დაამარცხა.
ჯგუფურ სტადიაზე ყველა შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, ბაზაძე ფლეი–ოფში პირველ ნომრად გადავიდა. მერვედფინალში ქართველმა მოფარიკავემ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაამარცხა მექსიკელი ხულიან აილა. მომდევნო რაუნდში მისი მეტოქე მასპინძელი ათაქან ხოზერი გახლდათ, რომელმაც ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ქართველ მოფარიკავეს, მაგრამ მაინც დამარცხდა.
ნახევარ ფინალში ბაზაძე თანამემამულე მიხეილ მარდალეიშვილს შეხვდა და ისიც დაამარცხა. შედეგად, მარდალეიშვილმა  ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
კიდევ ერთი ბრინჯაო სანდრო ბაზაძის უმცროსმა ძმამ, ბექამ მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებს თურქეთის ჩემპიონატში 13 სპორტსმენი წარმოადგენდა — 8 მამაკაცი და 5 ქალი. აღსანიშნავია, რომ ქართველ მოფარიკავე ქალბატონთაგან ყველამ გადალახა ჯგუფური ეტაპი და ფლეი–ოფშიც გავიდნენ, თუმცა მედლებისთვის ბრძოლა აღარ გამოუვიდათ.
სულ ტურნირში 13 ქვეყნის 106  სპორტსმენი მონაწილეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0