საქართველო გამარჯვების დღის აღსანიშნავად ემზადება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliუცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინებით შემკობა
უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინებით შემკობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო საზეიმოდ აღნიშნავს გამარჯვების დღეს. ვეტერანებს ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ის ხალხიც მიულოცავს, ვისაც ფაშიზმზე გამარჯვებაში მათი წვლილი არ დავიწყებია.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოში გამარჯვების დღის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურადაა გამოცხადებული დასვენების დღედ.

ზეიმი ტრადიციულად თბილისის გამარჯვების პარკში ვეტერანების შეკრებით დაიწყება. საქართველოს მთავრობის წევრები, პრემიერ კვირიკაშვილის მეთაურობით, ვეტერანებს დღესასწაულს მიულოცავენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობენ.

თბილისი - Sputnik საქართველო
მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანს 100 წელი შეუსრულდა

ქვეყნის მთავრობის მეთაურის სახელით, ვეტერანებს სადღესასწაულო სადილით გაუმასპინძლდებიან, რის შემდეგაც თბილისის პარლამენტის შენობაში გადაინაცვლებენ. პარლამენტში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა იქნება მოწყობილი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვეტერანებს მიულოცავს და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 9 მაისს „ჯარისკაცის მამის“ ძეგლს ეწვევა გურჯაანში.

ვეტერანი დავით ჯიშკარიანი ღონისძიების დაწყების მოლოდინში. - Sputnik საქართველო
თბილისში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს იუბილე საზეიმო ვითარებაში მიულოცეს

მთავრობას ვეტერანებისთვის საცხრამაისოდ ფინანსური დახმარების გამოყოფა აქვს განზრახული. გასულ წელს ასეთმა დახმარებამ კაცზე 1000 ლარი შეადგინა. სულ საქართველოში დღეისათვის 1296 ვეტერანი ცხოვრობს.

ამას გარდა, თბილისის სათნოების სახლი „კათარზისი“ თავისი ბინადარი ხუთი ვეტერანისთვის  კონცერტს გამართავს შენობის ეზოში. კონცერტის შემდეგ საზეიმო სადილი გაიმართება და ვეტერანებს სიმბოლურ საჩუქრებსაც გადასცემენ.

ყველა ახალი ამბავი
0