თბილისი რუსეთის მოქალაქეების მიერ არჩეული ქალაქების ტოპ-ათეულში მოხვდა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასტუმროებისა და აპარტამენტების დაჯავშნის შესახებ მონაცემებით იმ ლიდერი ქალაქების სია შედგა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებმა მაისის დასაწყისში მოსანახულებლად შეარჩიეს.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. თბილისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება გახდა, რომელიც რუსმა ტურისტებმა საპირველმაისო დღესასწაულებზე დასვენებისთვის შეარჩიეს. ამაზე ტურისტული ვებ-გვერდი Travel.ru-ს რეიტინგი მეტყველებს.

ტოპ-ათეულში ასევე მოხვდნენ მინსკი, რიგა, პრაღა, ტალინი, ბაქო, ვილნიუსი, რომი, ჰელსინკი და ბელგრადი.

რეიტინგი სასტუმროებისა და აპარტამენტების დაჯავშნის საფუძველზე 30 აპრილიდან 4 მაისის პერიოდში შეადგინეს.

გერგეთი - Sputnik საქართველო
The Telegraph–მა საქართველო განვითარებადი ტურიზმის ქვეყნების ტოპ–ათეულში შეიყვანა

საქართველოში დასვენება რუსეთის მოქალაქეებისთვის უფრო საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც მათ თურქეთსა და ეგვიპტეში გამგზავრება შეწყვიტეს.

რუსი ტუროპერატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მიმართულებაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მეტი მოთხოვნილებაა, რადგან ქვეყანა ტურისტებს დასვენებასთან ერთად მდიდარ საექსკურსიო პროგრამებს სთავაზობს.

საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში რუსი ტურისტების მოზიდვაზე მუშაობს. როგორც მანამდე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, 2015 წლიდან რუსულ ბაზარზე აქტიური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს.

რუსეთს საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის მხრივ მეოთხე ადგილი უკავია. წლის დასაწყისიდან ქვეყანაში რუსეთის 219 ათასი მოქალაქე იმყოფებოდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია.

საქართველო ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი ქვეყანა გახდება, თუ სასტუმროები სერვისის ფასს შეამცირებენ, განაცხადა უფრო ადრე „როსტურიზმის“ ხელმძღვანელის მოადგილემ რომან სკორიმ.

ყველა ახალი ამბავი
0