საქართველოს ხელისუფლება ტურიზმს ეკოსისტემის შენარჩუნებით განავითარებს

© photo: courtesy of Vakho Naverianiსვანეთი ზაფხულში
სვანეთი ზაფხულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობა სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტზე მუშაობას იწყებს, რომელიც ტურიზმის განვითარებას ეკოსისტემის შენარჩუნების გათვალისწინებით მოიაზრებს.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ტურისტებს შორის პოპულარული მაღალმთიანი ადგილების — მესტიისა და თუშეთის განვითარებას იწყებს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პროექტში ასევე მოხვდა ახმეტა (კახეთი) და მულახი (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი).

„აღნიშნული მიმართულებები გეგმურად, კანონზომიერად განვითარდება, რათა, ერთი მხრივ, შენარჩუნდეს კულტურული მემკვიდრეობა და იქ არსებული უნიკალური ეკოსისტემა, ხოლო მეორე მხრივ, განვითარდეს ტურისტული პოტენციალი», — განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი ჩოგოვაძე - Sputnik საქართველო
გიორგი ჩოგოვაძე: საქართველოში კიდევ მეტი რუსი ტურისტი ჩამოვა

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტზე მუშაობას იწყებს. ეს ითვალისწინებს ურთიერთქმედებას ისეთ სექტორებს შორის, როგორებიცაა საყოფაცხოვრებო მეურნეობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და მრეწველობა.

საქართველო მდიდარია ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით – ტბებით, ჩანჩქერებით, ნაკრძალებით, პარკებით, გამოქვაბულებით, მთებით. დღეს საქართველოში რთულია შეხვდე ტურისტს, რომელიც მხოლოდ დედაქალაქში და სხვა ქალაქებში სტუმრობით შემოიფარგლება. მათი მოგზაურობის ძირითადი ნაწილი ქვეყნის სხვადასხვა ლამაზი ადგილების დათვალიერებას მოიცავს.

ყველა ახალი ამბავი
0