თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კონსულტაციებს გადიან წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღზე, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ „რუსთავი 2–ის“ ეთერში.
პრემიერის წინადადებით, წინასაარჩევნო კამპანია 8 ივლისს უნდა დაიწყოს, არჩვენებამდე სამი თვით ადრე, ხოლო პრეზიდენტის აზრით, მაისის პირველ ნახევარში. გადაწყვეტილება მათ შეთანხმებულად უნდა მიიღონ.
„წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. ეს გადაწყვეტილება სწორედ მათ უნდა მიიღონ“, — აღნიშნა ჩიხრაძემ.
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებული უთანხმოება საფუძვლად დაესო ხმებს, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაპირისპირება არსებობს. თუმცა გიორგი კვირიკაშვილმა უარყო ეს ხმები და განმარტა, რომ ეს მხოლოდ გაუგებრობაა.
რაც შეეხება თავად საპარლამენტო არჩევნებს, პრეზიდენტის წინადადებითა და პრემიერის მხარდაჭერით, არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.