სააკაშვილის მოადგილე ორმაგი მოქალაქეობის გამო გადადგა

© Facebook Александра Боровикаმიხეილ სააკაშვილი და ალექსანდრე ბოროვიკი
მიხეილ სააკაშვილი და ალექსანდრე ბოროვიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოროვიკს თანამდებობის დატოვება იმის გამო მოუწია, რომ უკრაინაში მაისის დასაწყისიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სახელმწიფო მოსამსახურეებს ორმაგ მოქალაქეობას უკრძალავს.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik.  ოდესის ოლქის გუბერნატორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა საშა ბოროვიკმა გადადგომის განცხადება დაწერა იმ კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფო მოსამსახურეებს უკრაინულის გარდა რომელიმე სხვა მოქალაქეობის ქონას უკრძალავს. ბოროვიკს უკრაინულის გარდა გერმანიის მოქალაქეობა აქვს. უკრაინაში 1 მაისიდან სახელმწიფო სამსახურის შესახებ ახალი კანონი შევიდა. ეს კანონი  უკრაინულის გარდა რომელიმე სხვა მოქალაქეობის მქონე მოქალაქეებს სახელმწიფო თანამდებობების დაკავებას უკრძალავს. კანონი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო სამსახურის ყველა თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარებას, პოლიტიკური თანამდებობებისა და სახელმწიფო სამსახურის  თანამდებობების გაყოფას და სახელმწიფო მოსამსახურეების თანამდებობების შვიდი კატეგორიის ნაცვლად სამის შემოღებას.

„დღეს მე სახელმწიფო სამსახურს ვტოვებ და ოდესის ოლქის გუბერნატორის მოადგილის მოვალეობების შესრულებას ვწყვეტ“,- დაწერა ბოროვიკმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მან აღნიშნა, რომ გუბრნატორ მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად რჩება და ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატის მოვალეობებზე კონცენტრირებას აპირებს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: სააკაშვილი უკრაინაში გავლენას კარგავს

სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოქმედების შემდეგ დატოვა. მთავარმა პროკურატურამ მას ბრალი დაუსწრებლად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე წარუდგინა, მათ შორისაა დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სახელმწიფო სახსრების პირადი მოხმარებისთვის გაფლანგვა. მოგვიანებით საქართველოში სააკაშვილზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა გამოცხადდა.

2015 წლის მაისში მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნა.

2015 წლის დეკემბრის დასაწყისში საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. ქართული კანონმდებლობით, ქვეყნის მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად კარგავს. ახლა სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაკავება არ შეუძლია.

ყველა ახალი ამბავი
0