თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა 2016 წლის აპრილში 604 ათას 747 ლარი მიიღეს შემოწირულობების სახით.
პოლიტიკურ პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, ირმა ინაშვილის ოპოზიციურმა პარტიამ „პატრიოტთა ალიანსი“ ყველაზე მსხვილი თანხა მიიღო — 268,5 ათასი ლარი. მეორე ადგილზეა მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც შემოწირულობის სახით შეუვიდა 149 ათასი ლარი.
მომდევნოა ახლახან შექმნილი პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“ – 124 ათასი ლარით.
შემდეგ კიევის ყოფილი მერის მილიონერ ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტია „ბედნიერი საქართველოსათვის“ – 45 ათას 939 ლარი.
რაც შეეხება ყოფილ მმართველ პარტიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, აპრილში მის ანგარიშზე შემოწირულობამ სულ 900 ლარი შეადგინა.
„რესპუბლიკური პარტია“ – 1131 ლარი, ხოლო საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის — ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული საქართველო“ — 600 ლარი.
ყველაზე პატარა თანხა აპრილის თვეში „საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ“ – 120 ლარი მიიღო.