თბილისი,4 მაისი- Spitnik. გერმანიის მთავრობამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც სამედიცინო მიზნით მარიხუანას მოყვანასა და ექიმების დანიშნულებით მის გამოყენებას ითვალისწინებს, თუმცა მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაცია ისევ უარყოფილია, განაცხადა ბრიფინგზე მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა.
„საუბარია მძიმე ავადმყოფებზე, რომელთათვისაც ალტერნატიული თერაპია არ არსებობს, რომლებიც მომავალში მარიხუანას მიღებას ექიმების დანიშნულებით სამკურნალო საშუალების სახით შეძლებენ და კომპენსაციას სადაზღვევო სალაროებიდან მიიღებენ“,-აღნიშნა ზაიბერტმა და დაამატა, რომ კანონი მარიხუანას ლეგალიზაციის მიმართ მთავრობის პოზიციაში არაფერს არ ცვლის.
კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის ჰერმან გროეს მიერ იყო წარდგენილი. ეს კანონი სამკურნალო საშუალებების ფედერალური ინსტიტუტის ბაზაზე სამკურნალო მარიხუანას გავრცელების — მოცემული პროდუქტის მაყვანასა და იმპორტის კონტროლის —სახელმწიფო სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს.