ევროკომისიამ თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების რეკომენდაცია გასცა

© REUTERS / Francois Lenoirევროკომისიის შტაბბინა
ევროკომისიის შტაბბინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისათვის, რომ თურქეთის მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ნებართვა მიენიჭოთ, თურქეთმა უნდა აღმოფხვრას კორუფცია და გადახედოს ტერორიზმთან დაკავშირებულ კანონმდებლობას.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ევროკომისიამ თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების რეკომენდაციას იძლევა, თუკი ანკარა სასწრაფოდ შეასრულებს ყველა პირობას, იუწყება „РИА Новости“.

„ევროპის კომისია დღეს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოთხოვნების მოხსნას სთავაზობს იმის რწმენით, რომ თურქეთის ხელისუფლება სწრაფად შეასრულებს 2016 წლის 18 მარტს ნაკისრ ვალდებულებებს“, — ნათქვამია მოხსენების ტექსტში, რომელიც „ტვიტერზე“ განათავსა ევროკომისარმა მარგარეტ ვესტაგერმა.

ევროპარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
ევროპელებს სურთ, თავად გადაწყვიტონ – ვინ მიიღონ ევროკავშირში

ევროკავშირის პირველმა ვიცე–თავმჯდომარე ფრანც ტიმერმანსმა განაცხადა, რომ ხუთი პუნქტი ივნისის ბოლოსთვის უნდა შესრულდეს. საუბარია კორუფციის აღმოფხვრაზე, ევროპოლთან ოპერატიული შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების გამართვასა და ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასთან სასამართლო თანამშრომლობაზე.

ამას გარდა, ანკარამ უნდა აღმოფხვრას კორუფცია და გადახედოს ტერორიზმთან დაკავშირებულ კანონმდებლობას.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ლტოლვილების თაობაზე ანკარასა და ბრიუსელს შორის მარტში გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილია. ამ შეთანხმების თანახმად, თურქეთმა 72 მოთხოვნა უნდა შეასრულოს.

ყველა ახალი ამბავი
0