პრემიერი: ქართველი ჯარისკაცებით უნდა ვიამაყოთ

გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება მუშაობს, რომ ქართული ჯარი მაღალ თანამედროვე სტანდარტებს პასუხობდეს.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ქართველი ჯარისკაცები ქვეყნის სიმდიდრე და სიამაყეა, აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მილოცვაში საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლისთავთან დაკავშირებით.

საქართველოს შეიარაღებული ძალები 1990 წელს შეიქმნა, მაგრამ ჯარში გაწვევა 1991 წლის 30 აპრილს დაიწყო. სწორედ ამ დღეს აღინიშნება ქართული შეიარაღებული ძალების დღე.

„ჩვენ გვყავს ისეთი ჯარისკაცები, როგორითაც ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა. ეს ჩვენი სიმდიდრეა. ამას მოწმობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობაც“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

საქართველოს ხელისუფლება არმიის სრულყოფაზე აქტიურად მუშაობს, განაცხადა მან.

საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლისთავი - Sputnik საქართველო
ხიდაშელი: ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი საყრდენია

„დღეს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქართული ჯარი ყველა პარამეტრით პასუხობდეს მაღალ თანამედროვე სტანდარტებს. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ამ მიზნის განხორციელებისთვის ჩვენ გვაქვს უმთავრესი საფუძველი — ეს არის ჩვენი ჯარისკაცების მხედრული სული», — აღნიშნულია პრემიერის ვებგვერდზე განთავსებულ მისალოც წერილში.

საქართველოს შეიარაღებული ძალები სამშვიდობო მისიებში 1999 წლიდან აქტიურად მონაწილეობენ. ქართველი ჯარისკაცები მსახურობდნენ კოსოვოსა და ერაყში. ამჟამად 870 ქართველი სამხედრო ავღანეთში მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ მონაწილეობს. გარდა ამისა საქართველოს წარმოდგენილია მისიებში ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.

ქართული ჯარის იუბილე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. წელს ეს თარიღი, სააღდგომო დღესასწაულების გამო, 4 მაისს გადმოიტანეს.

სამხედროებს საზეიმო დღესასწაულზე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0