ევროპოლის ხელმძღვანელი ევროპაში ახალ ტერაქტებს არ გამორიცხავს

© AP Photo / Peter Dejongრობერტ უეინრაიტი
რობერტ უეინრაიტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპოლი შიშობს, რომ ტერორისტულ ქსელებს და მიგრანტთა გადამყვანებს ერთმანეთთან კავშირი აქვთ, განაცხადა უეინრაიტმა.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ევროპაში ტერორისტული საფრთხე კვლავ მაღალია, განაცხადა ევროპოლის ხელმძღვანელმა რობერტ უეინრაიტმა იტალიის დეპუტატთა პალატის შენგენის შეთანხმების შესრულების კონტროლის საპარლამენტო კომიტეტში.

„ჩვენ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ყველაზე სერიოზულ ტერორისტულ საფრთხეს შევეჯახეთ. მიმდინარე წლის იანვრიდან ვიცით, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ საზღვარგარეთ შეტევების დაგეგმვისთვის ახალი სტრუქტურა შექმნა, ამიტომ ტერაქტი ევროპაში ჯერ კიდევ შესაძლებელია“, — განაცხადა უეინრაიტმა.

გაეროს დროშა - Sputnik საქართველო
რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს ტერორისტების სიაში ორი დაჯგუფების შეყვანას სთავაზობს

ამჟამად ევროპოლი გამოძიების სხვადასხვა ხაზზე მუშაობს და მიღებული მონაცემებით, იტალიაში რაიმე კონკრეტული ტერორისტული საფრთხის არსებობის შესახებ საუბარი არ გვიწევს, აღნიშნა მან.
ევროკავშირის პოლიციის სამსახურის მუშაობაში პრიორიტეტულ ამოცანად უეინრაიტმა ევროპაში მოქმედი სხვა ტერორისტული ქსელების იდენტიფიკაცია დაასახელა.

„ძალიან შეშფოთებული ვართ ტერორისტულ ქსელებისა და მიგრანტთა გადამყვანების შესაძლო კავშირების გამო. პარიზის ტერაქტების შემსრულებელთაგან ორი ევროპაში მიგრანტის სახით შემოვიდა. და ჩვენი მთავარი შეშფოთება იმასთანაა დაკავშირებული, რომ ტერორისტებს აქ შემოსვლა ყალბი დოკუმენტებით შეუძლიათ“, — დასძინა ევროპოლის ხელმძღვანელმა.

ყველა ახალი ამბავი
0